ერაყში საპროტესტო აქციების დროს 40 ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

ერაყში საპროტესტო აქციების დროს 40 ადამიანი დაიღუპა

  • ერაყში საპროტესტო აქციების დროს 40 ადამიანი დაიღუპა

კიევი: ერაყში დემონსტრანტების და სამართალდამცველებს შორის შეტაკებების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტი კი დაშავდა.

Reuters-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ცხელი წყალი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაღუპულთა შორის 2 სამართალდამცველია.

აქციები ერაყში სამკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა. დემონსტრანტები რეჟიმის შეცვლას და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. 

საპროტესტო აქციები ერაყში პირველ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა. ბოლო მონაცემებით, არეულობის დროს 149 დემონსტრანტი და 8 სამართალდამცველი დაიღუპა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

"26 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შედგა შეხვედრა, რომლის გამართვასაც თავად ითხოვდა"