რუსმა ჯარისკაცმა 8 სამხედრო მოკლა
loader

Breaking news

რუსმა ჯარისკაცმა 8 სამხედრო მოკლა

  • რუსმა ჯარისკაცმა 8 სამხედრო მოკლა

თბილისი: რუსეთში, იმიერბაიკალეთის მხარეში სამხედრო ნაწილში, ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა. მოკლულია 8 სამხედრო და დაჭრილია ორი. რუსული მედიის ცნობით, ჯარისკაცი, რომელიც სამხედრო ნაწილში 4 თვე მსახურობდა, თანამებრძოლები თავში საკონტროლო გასროლით მოკლა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მომხდარის მიზეზი შესაძლოა, პირადი პრობლემებისგან გამოწვეული ნერვული აშლილობა გახდა.

შემთხვევის ადგილზე მოსკოვიდან რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით სპეციალური კომისია გაემგზავრა.

დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე