უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლაში დაადანაშაულა
loader

Breaking news

უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლაში დაადანაშაულა

  • უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლაში დაადანაშაულა

თბილისი: უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დონალდ ტრამპი ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში დაადანაშაულა. 

"ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს უილიამ ტეილორმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დახმარების გაწევას მხოლოდ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოების შემთხვევაში აპირებდა.

წარმომადგენელთა პალატის დახურულ მოსმენაზე დიპლომატმა განაცხადა, რომ აღნიშნული ცნობები ცოტა ხნის წინ ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა გორდონ სონდლანდმა მიაწოდა. უილიამ ტეილორის თქმით, აღნიშნული საკითხი სექტემბერში გამართული სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. ამასთან ერთად, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სხვა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმაც დაუდასტურეს.

ტეილორის განმარტებით, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიპატიჟებას არ ჩქარობდნენ, რათა უკრაინაში გამოძიება დაწყებულიყო.

მასშტაბური პოლიტიკური სკანდალი აშშ-ში მას შემდეგ აგორდა, რაც დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოქვეყნდა, რის შემდეგაც აშშ-ში დემოკრატებმა თეთრი სახლის ლიდერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე