დეპუტატები მაია ცქიტიშვილს და ლევან ახვლედიანს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრას სთავაზობენ
loader

Breaking news

დეპუტატები მაია ცქიტიშვილს და ლევან ახვლედიანს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრას სთავაზობენ

  • დეპუტატები მაია ცქიტიშვილს და ლევან ახვლედიანს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრას სთავაზობენ

თბილისი: პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ვიცე-პრემიერსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორ ლევან ახვლედიანს საკანონმდებლო ორგანოში ღია ფორმატის შეხვედრაზე იბარებენ. 

შესაბამისი მიმართვა ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა მოამზადეს, რომელიც მათი ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილსა და ლევან ახვლედიანს უკვე გაეგზავნა.

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ორივე მხარეს საქართველოს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრაზე გიწვევთ. საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე ვფიქრობთ, აღნიშნული შეხვედრა ყველა მხარეს საშუალებას მისცემს, ანაკლიის პორტის თემაზე ღიად ისაუბროს, რათა საზოგადოებამ ამომწურავი პასუხები მიიღოს და ორივე მხარის პოზიცია გაიგოს. თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენთვის მისაღები თარიღი 21-25 ოქტომბრის მონაკვეთში შეგვატყობინოთ”, – აღნიშნულია მიმართვაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე