გიორგი გახარია კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
loader

Breaking news

გიორგი გახარია კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

  • გიორგი გახარია კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

თბილისი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ეკონომიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში. 

აღინიშნა, რომ საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, თუმცა ქვეყნებს შორის არსებობს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი, რაც სამომავლოდ უნდა იქნას გამოყენებული.  

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარების, ასევე ხალხთაშორის კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.

როგორც კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა აღნიშნა, კატარის მხარე დაინტერესებულია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით და ისინი საქართველოს ხელისუფლებაში ხედავენ მყარ და მტკიცე პარტნიორს, რომელთან ერთადაც სამომავლოდ კონკრეტული პროექტების განხორციელებას განიხილავენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე