სალომე ზურაბიშვილმა იაპონურ კომპანიას Japan Arts ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა
loader

Breaking news

სალომე ზურაბიშვილმა იაპონურ კომპანიას Japan Arts ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა

  • სალომე ზურაბიშვილმა იაპონურ კომპანიას Japan Arts ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა

თბილისი: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იაპონურ კომპანიას Japan Arts ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ტოკიოში, Japan Arts- ში შეხვედრაზე დააყენა, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია, მთელ მსოფლიოში იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ეწევა და იაპონური კულტურული ღონისძიებების ჩატარებას უზრუნველყოფს. 

სალომე ზურაბიშვილმა და კომპანიის Japan Arts პრეზიდენტმა ჯუნიჩი ნიჰეიმ შეხვედრაზე საქართველო-იაპონიას შორის კულტურული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს.

"ოპერასა და ბალეტზე საუბრისას შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი ფრაგმენტს ქართული ოპერიდან. ჩვენ ვმუშაობთ ქართველ სოლისტებთან, მათ შორის დიდ პიანისტთან, ელისო ვირსალაძესთან. ჩვენი სურვილია ასეთი ურთიერთობები მომავალში უფრო განვავითაროთ და გავაღრმავოთ",- განაცხადა ჯუნიჩი ნიჰეიმ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე