თბილისში მოზარდს მატარებელი დაეჯახა
loader

Breaking news

თბილისში მოზარდს მატარებელი დაეჯახა

  • თბილისში მოზარდს მატარებელი დაეჯახა

თბილისი: თბილისში მოზარდს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რკინიგზის ლიანდაგი გადის.

მოზარდი იაშვილის საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი, რომელიც დაახლოებით 12 წლისაა, მძიმე მდგომარეობაშია.

"საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მატარებელი, რომელიც მოზარდს დაეჯახა, ფოთიდან მოდიოდა. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე