"დაყადაღებულია ქიბარ ხალვაშის კუთვნილი 60% წილი, რაც არხს ფუნქციონირებაში ხელს არ უშლის"
loader

Breaking news

"დაყადაღებულია ქიბარ ხალვაშის კუთვნილი 60% წილი, რაც არხს ფუნქციონირებაში ხელს არ უშლის"

  • დაყადაღებულია ქიბარ ხალვაშის კუთვნილი 60 წილი რაც არხს ფუნქციონირებაში ხელს არ უშლის

თბილისი: "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელევიზიის 60-პროცენტიანი  წილის დაყადაღება არხის მაუწყებლობას ხელს ვერ შეუშლის.

"არხი არ მონაწილეობს სასამართლო დავაში, დაყადაღებული არის უშუალოდ ფიზიკური პირის ქიბარ ხალვაშის კუთვნილი 60 პროცენტი წილი, რაც არხს ფუნქციონირებაში ხელს არ უშლის. შესაბამისად ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერანაირ საფრთხეს, რომ კომპანიას რაიმე საფრთხე შეექმნას. პირიქით, უახლოეს პერიოდში „რუსთავი 2″ იწყებს ახალ გადაცემებს და სულ მალე ეთერში იქნება ახალი მეგა-შოუ. ქიბარ ხალვაში განაგრძობს ტელევიზიაში ინვესტიციებს“, – აცხადებს პაატა სალია.

რაც შეეხება საქმის სამართლებრივ მხარეს, პაატა სალიას განცხადებით, იურიდიულ შეფასებას, სასამართლოს განჩინების შემდეგ გააკეთებს.

"ქიბარ ხალვაშის პოზიცია არის, რომ ჩვენ ვაპირებთ ჩავიბაროთ განჩინება და შემდეგ უკვე იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვაპირებთ გადავდგათ სამართლებრივი ნაბიჯები. ეს შეიძლება იყოს გასაჩივრება, ან სხვა საპროცესო მოქმედება, რასაც მოგვიანებით დავაკონკრეტებთ“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატის კახა კოჟორიძის ინფორმაციით,  მათი სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო. მისივე ინფორმაციით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის 60-პროცენტიან წილს ყადაღა დაედო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე