"დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალი დასახელდება“
loader

Breaking news

"დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალი დასახელდება“

  • დედანი პროკურატურაშია როგორც კი დაიწყება გამოძიება შუამავალი დასახელდება

თბილისი: "თიბისი ბანკის" და საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში "მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა.

"მინდა, საზოგადოებას მოვახსენო, რომ როგორც დავპირდი, როდესაც პარლამენტში განცხადება გავაკეთე ჩემზე და ბადრი ჯაფარიძეზე ორკესტრირებული შეტევის შესახებ, ერთ-ერთი ფრაგმენტი იყო მუქარის წერილი, რომელიც მივიღეთ იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. ამ წერილის ექსპერტიზა ლონდონში დამთავრდა. როგორც დავპირდი საზოგადოებას, კანონის წინაშე შევასრულე ყველა ვალდებულება და ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის, რა თქმა უნდა, დიდი იმედი არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, ყველა ადამიანმა დღეს საქართველოში უნდა გადადგას მსგავსი ნაბიჯი, რათა ეს ქვეყანა გავწმინდოთ ტყუილებისგან. ორი საკითხი იყო - სად არის დედანი და ვინ არის შუამავალი, დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალი დასახელდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მანამდე მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს ე.წ. მუქარის წერილის დედანი და მასზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი წარუდგინა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე