"რუსეთის მხრიდან შემდგომი საფრთხე შეიძლება იყოს, ავტომაგისტრალი თბილისი-სენაკი"
loader

Breaking news

"რუსეთის მხრიდან შემდგომი საფრთხე შეიძლება იყოს, ავტომაგისტრალი თბილისი-სენაკი"

  • რუსეთის მხრიდან შემდგომი საფრთხე შეიძლება იყოს ავტომაგისტრალი თბილისი-სენაკი

თბილისი: "ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის პაატა დავითაიას განცხადებით, რუსეთის მხრიდან შემდგომი საფრთხე შეიძლება იყოს, ავტომაგისტრალი თბილისი-სენაკი.

"ჩვენ ვხედავთ, რომ სეპარატისტული ძალები, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ. ეს ვითარება არის სახიფათო და არამგონია, რომ  გაჩერდეს.  მკვეთრი რეაგირება თუ არ გავაკეთეთ, რუსეთის მხრიდან შემდგომი საფრთხე შეიძლება იყოს, ავტომაგისტრალი თბილისი-სენაკი. ეს შეიძლება მოხდეს იმ ფონზე, როცა საუბარია ნატოს წვრთნების ჩატარებაზე. 

აქედან გამომდინარე მედვედევის განცხადებები მიანიშნებს, რომ ჩვენ ვართ სერიოზული საფრთხის ქვეშ, ჩვენ რუსეთი პროვოკაციებს მოგვიწყობს.  ქართული სახელმწიფო უნდა იყოს მზად ამისთვის.

მივმართავ ხელისუფლებას, დაიწყოს მკვეთრი რეაგირება საერთაშორისო  დონეზე და ადგილობრივად მთელი პერიმეტრი გაამაგროს შეიარაღებული ძალებით, ყოველ წუთას შეიძლება, რაღაც მოხდეს და თუ თვალდახუჭული შევხედავთ ამას, უახლოეს ხანებში თბილისი-სენაკის მაგისტრალის კონტროლი შეიძლება დავკარგოთ”, -აცხადებს პაატა დავითაია


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე