"წერილზე არის 17 ანაბეჭდი, რომელიც შეიძლება გამოძიებისთვის იყოს საინტერესო"
loader

Breaking news

"წერილზე არის 17 ანაბეჭდი, რომელიც შეიძლება გამოძიებისთვის იყოს საინტერესო"

  • წერილზე არის 17 ანაბეჭდი რომელიც შეიძლება გამოძიებისთვის იყოს საინტერესო

თბილისი: საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, პირი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გადასცა, მზადაა, გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენება მისცეს.

"როგორც კი გამოძიება დაიწყება ამ საქმეზე რეალურად, პირი, რომელმაც მოიტანა წერილი, გამოცხადდება და მისცემს ჩვენებას. ის მზადაა ჩვენების მისაცემად“, - განაცხადა კორძაძემ.

ადვოკატის განცხადებით, წერილზე არის 17 ანაბეჭდი, რომელიც შეიძლება გამოძიებისთვის იყოს საინტერესო. 

მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს მუქარის ავტორი გიორგი გახარია იყო, თუ პირი, რომელმაც წერილი მიიტანა. 

წერილს ადვოკატები დღეს პროკურატურას გადასცემენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე