სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა
loader

Breaking news

სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

  • სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

თბილისი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილია 27 წლის მამაკაცი.

ექიმების თქმით, მას მარჯვენა მხარის მიდამოებში სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს ჭრილობა აქვს მიყენებული, რომელიც ქირურგიულად დამუშავდა.

დაჭრილი პალატაში უკვე გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო. დაკავებულია 1937 წელს დაბადებული მამაკაცი.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე