"რუსთავი 2"-ის 60%-იან წილს ყადაღა დაედო
loader

Breaking news

"რუსთავი 2"-ის 60%-იან წილს ყადაღა დაედო

  • რუსთავი 2-ის 60-იან წილს ყადაღა დაედო

თბილისი: სასამართლომ "რუსთავი 2"-ის 60%-ის წილს ყადაღა დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს.

"სასამართლოდან დამირეკეს, დღე კარგად დაიწყო - "რუსთავი 2"-ის საქმეზე 2 ახალი ამბავი გვაქვს:

1. აქიმიძის და დვალის სარჩელი მიღებულია წარმოებაში

2. დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა და რ2-ის 60% წილს დაედო ყადაღა", - წერს კოჟორიძე სოციალურ ქსელში.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე