მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
loader

Breaking news

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

  • მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებენ.

ამჯერად, დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების მენეჯერებსა და სამმართველოს უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მონაწილეებმა კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით განიხილეს აღნიშნულ რეგიონებში გამოძიებისა და სამართალწარმოების პროცესში არსებული გამოწვევები და პრობლემების გადაჭრის გზები.

მხარეებმა გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და გამოძიების ხარისხის გაზრდის მიზნით სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამომძიებლებს სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია უწყების შიგნით გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების ხარვეზების იდენტიფიცირებასა და მათ დროულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

მსგავსი სახის შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე