საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება
loader

Breaking news

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება

  • საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება

თბილისი: თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება. მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან.

ადვოკატი დღევანდელ სხდომაზე იმ მტკიცებულებების წარდგენას აპირებს, რომელიც მისი თქმით, მელიას უდანაშაულობას დაადასტურებს.

ნიკა მელიას ბრალი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წაყენებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე