გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ორი საავადმყოფოში რჩება
loader

Breaking news

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ორი საავადმყოფოში რჩება

  • გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ორი საავადმყოფოში რჩება

თბილისი: გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორმა სამედიცინო დაწესებულება დატოვა, ორი კი კლინიკაში რჩება.

განსაკუთრებით მძიმეა დამწვრობის ცენტრში მოთავსებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსებს წინასწარი პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

მერვე საავადმყოფოში რჩება ერთი პაციენტი, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს და ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას ხვალ დატოვებს.

რაც შეეხებათ დაზარალებულებს, დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები უკვე ოთხ სასტუმროში არიან დაბინავებული.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, სასტუმროებში განთავსებული ოჯახების რაოდენობა 55-მდე (220 მოქალაქე) გაიზარდა. მათივე ცნობით, დაზიანებულ კორპუსში სულ 77 ოჯახი ცხოვრობს.

ნაძალადევის გამგეობა მზადყოფნას გამოთქვამს, სასტუმროებში დამატებით დააბინაოს კორპუსის ის მაცხოვრებლები, რომლებიც ამ დროისთვის ახლობლებთან რჩებიან.

გამგეობაში აცხადებენ, რომ კორპუსში მცხოვრებთა უმეტესობამ უკვე მოახერხა, შენობიდან საკუთარი ნივთების გამოტანა. მოქალაქეებს საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით კორპუსში შესვლის შესაძლებლობა ეტაპობრივად ეძლევათ. ადგილზე გრძელდება დასუფთავების სამუშაოები.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე