დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
loader

Breaking news

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

  • დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ რუსთავი 2-ის 60-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

თბილისი: "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დვალის და აქიმიძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, სარჩელით მოთხოვნილია 60%-იანი წილის დაყადაღება, როგორც სადავო ქონების.

"ვიყენებთ იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების დროს გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ. ასევე ვამატებთ სხვა მრავალ გარემოებას, მტკიცებულებასა და არგუმენტს. ყველა სამართლებრივ საკითხზე, რაც შეიძლება დაისვას ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით. პასუხები უკვე წერია დიდი პალატის გადაწყვეტილებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ გვაქვს გადმოკოპირებული დიდი პალატის გადაწყვეტილებიდან. ეს არის შემთხვევა, როდესაც ქიბარ ხალვაშის ყველა არგუმენტი მისსავე საწინააღმდეგოდ იქნებ გამოყენებული. თუმცა, გარდა ხალვაშის სარჩელის მსგავსი არგუმენტებისა, ჩვენ გვაქვს დამატებითი ფაქტები და არგუმენტები, რაც ჩვენს სარჩელს დამატებით იურიდიულ ძალას სძენს“, – განაცხადა კოჟორიძემ.

კახა კოჟორიძის თქმით, მოსამართლეს, რომელიც მის სარჩელს განიხილავს ექნება ორი არჩევანი – ან სარჩელი დააკმაყოფილოს, ან სასამართლომ უნდა უარყოს ამავე საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. 

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებლებს სასამართლოში სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ. სალია მიიჩნევს, რომ აქიმიძე-დვალის სარჩელი ხანდაზმულია.

"განსხვავებაა ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალის სარჩელებს შორის, იმიტომ, რომ დროში არის ძალიან დიდი განსხვავება. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10 წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ, პროკურატურისთვის მიმართვით, დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე", - აცხადებს პაატა სალია. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე