მოკრივე პატრიკ დეი ბრძოლის დროს მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა
loader

Breaking news

მოკრივე პატრიკ დეი ბრძოლის დროს მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

  • მოკრივე პატრიკ დეი ბრძოლის დროს მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

თბილისი: 27 წლის ამერიკელი მოკრივე პატრიკ დეი გარდაიცვალა. პროფესიონალმა მოკრივემ რამდენიმე დღის წინ ჩიკაგოში ჩარლზ კონველთან დაპირისპირებისას მძიმე ტრავმა მიიღო. 

სპორტსმენს თავის ტვინი დაუზიანდა. ექიმები მის გადარჩენას 4 დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა  უშედეგოდ.

პატრიკ დეი  ჩარლზ კონველს აშშ-ის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში 12 ოქტომბერს დაუპირისპირდა.

შეხვედრის მეათე რაუნდში დეიმ რამდენიმე დარტყმის შედეგადაც ნოკაუტი მიიღო. მოკრივე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სასწრაფო ოპერაციის შემდეგ ის კომაში ჩავარდა

პატრიკ დეის 22 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, რომელთაგანაც 17 მოიგო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე