იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა
loader

Breaking news

იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა

  • იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა

კიევი: ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ტაიფუნმა „ჰაგიბისმა“ 77 ადამიანი იმსხვერპლა, 10 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ამ დროისთვის ინფორმაცია 346 დაშავებულის შესახებ ვრცელდება, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.

სტიქიის გამო ქვეყნის მასშტაბით 92 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, 120 ათასი ადამიანი კი სუფთა წყლის დეფიციტს განიცდის. 

7 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა, მაგრამ მათგან მხოლოდ 50 ათასამდე რჩება თავშესაფრებში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 149 კი დაშავდა