ტრამპის ადვოკატი აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების საუბრის შესახებ დოკუმენტების კონგრესისთვის გადაცემას არ აპირებს
loader

Breaking news

ტრამპის ადვოკატი აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების საუბრის შესახებ დოკუმენტების კონგრესისთვის გადაცემას არ აპირებს

  • ტრამპის ადვოკატი აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების საუბრის შესახებ დოკუმენტების კონგრესისთვის გადაცემას არ აპირებს

კიევი: აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატი კონგრესს დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის საუბართან დაკავშირებულ დოკუმენტებს არ გადასცემს.

ინფორმაცია ტრამპის უფლებადამცველის რუდი ჯულიანის ადვოკატმა დაადასტურა. მისი თქმით, კონგრესის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები „ლეგიტიმური გამოძიების ჩარჩოს ცდება".

მისივე თქმით, ჯულიანი ხელმძღვანელობს პრინციპით, რომლის მიხედვითაც, ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალური კომუნიკაცია საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ამის გათვალისწინებით, ჯულიანი უკრაინაში საქმიანობის შესახებ ინფორმაციას კონგრესს არ გაუზიარებს.

მანამდე, დემოკრატებმა ტრამპის პირად ადვოკატს მოსთხოვეს დოკუმენტები, რომლებიც დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს ეხება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე