საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:2 დაამარცხა
loader

Breaking news

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:2 დაამარცხა

  • საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 32 დაამარცხა

თბილისი: საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-7 ტურში სტუმრად გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩის მე-10 წუთზე ანგარიში ლევან შენგელიას პასით გიორგი ხარაიშვილმა გახსნა, კიდევ 11 წუთში კი ჯანო ანანიძის პასის შემდეგ საქართველოს ნაკრების უპირატესობა გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გაზარდა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს, 74-ე წუთზე კი გიბრალტარის ნაკრების კაპიტანმა როი ჩიპოლინამ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა გამარჯვების გოლის გატანა მაინც შეძლეს - მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ლევან შენგელიას პასი გოლად შეცვლაზე შესულმა გიორგი ქვილითაიამ აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

7 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 8 ქულით ჯგუფის მე-4 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს, რომელსაც არც ერთი ქულა აქვს. 

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ქართველი ფეხბურთელები 15 ნოემბერს სტუმრად შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე