კიევი: ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კაის საიედმა გაიმარჯვა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საიდი ხმათა 72% აქვს. მისი ოპონენტი, პარტია „ტუნისის გულის“ ლიდერი, მედიამაგნატი ნაბილ ალ კარუი კი 27,3%-ს აგროვებს.
კაია საიედი სამართლის პროფესორია. ის კონსერვატიული შეხედულებებით გამოირჩევა. მისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ტუნისის 2011 წლის რევოლუციის ღირებულებების დაბრუნებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებში ამომრჩეველთა 60%-მა მიიღო მონაწილეობა.