ჯო ბაიდენის შვილი ჩინური კომპანია "ბი ეიჩ ერის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს
loader

Breaking news

ჯო ბაიდენის შვილი ჩინური კომპანია "ბი ეიჩ ერის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს

  • ჯო ბაიდენის შვილი ჩინური კომპანია ბი ეიჩ ერის დირექტორთა საბჭოს ტოვებს

კიევი: ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი ჩინური კომპანია „ბი ეიჩ ერის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს. 

ჰანტერ ბაიდენის ადვოკატის თქმით, ჰანტერი ბიზნესს დამოუკიდებლად, მამის გავლენების გარეშე აწარმოებდა, თუმცა აცნობიერებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მამამისი პრეზიდენტი გახდება, ეს ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს, ამიტომ დირექტორთა საბჭოს ტოვებს.

ჰანტერ ბაიდენმა 2019 წლის აპრილში, ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ უკრაინული კომპანია „ბურისმა ჰოლდინგი“ დატოვა. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 25 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ სატელეფონო საუბარისას დაინტერესდა და უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, გამოძიება დაეწყო. ამ სატელეფონო საუბრის გამო აშშ-ში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე