პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში კაჩინსკის პარტია ლიდერობს
loader

Breaking news

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში კაჩინსკის პარტია ლიდერობს

  • პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში კაჩინსკის პარტია ლიდერობს

თბილისი: პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. 

ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების მიხედვით, იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ "კანონი და სამართალი“ ხმათა 43,6% მოიპოვა. ეს პარტიას 239 მანდატს - ახალ სეიმში ადგილების ნახევარზე მეტს მოუტანს.

მეორე ადგილს ოპოზიციური პარტია სამოქალაქო პლატფორმა იკავებს ხმათა 27,4%-ით.

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეები სეიმის 460 დეპუტატსა და სენატის 100 წევრს ირჩევენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე