საფრანგეთი სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო თურქეთში შეიარაღების ექსპორტს აჩერებს
loader

Breaking news

საფრანგეთი სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო თურქეთში შეიარაღების ექსპორტს აჩერებს

  • საფრანგეთი სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო თურქეთში შეიარაღების ექსპორტს აჩერებს

კიევი: საფრანგეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ გამო თურქეთში შეიარაღების ექსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

განცხადების თანახმად, საფრანგეთს არ უნდა მის მიერ მიწოდებული შეიარაღება ანკარამ სირიაში გამოიყენოს, ამიტომ გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის. 

მანამდე თურქეთისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ აკრძალვა გერმანიამ მიიღო. ორივე ქვეყანაში მთელი დღის განმავლობაში ეთნიკური ქურთების დემონსტრაციები იმართებოდა, რომლებიც თურქეთის ოპერაციას აპროტესტებდნენ.

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 399 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული. პენტაგონმა ანკარას ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე