იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 149 კი დაშავდა
loader

Breaking news

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 149 კი დაშავდა

  • იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა 149 კი დაშავდა

კიევი: იაპონიაში ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნის "ჰაგიბისის“ შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, 13 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 149 კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NHK ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის ხელისუფლება დაზარალებულთა საერთო რაოდენობის დადგენას ცდილობს.

ტაიფუნმა იაპონიის სანაპიროს, ტოკიოდან სამხრეთ-დასავლეთით 12 ოქტომბერს მიაღწია და ჩრდილოეთისკენ აიღო გეზი. ქარის სიჩქარე საათში 225 კილომეტრს აღწევს.

ნახევარ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხის გამო, შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება მოუწია. შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა. გაუქმდა ათასზე მეტი ავიარეისი.

მეტეოროლოგების ცნობით, ამჟამად ტაიფუნმა ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვისკენ აიღო გეზი და კუნძულ ჰოკაიდოსკენ მიემართება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

იაპონიას უძლიერესი ტაიფუნი "ჰაგიბისი“ უახლოვდება