"დაახლოებით 6000-მდე ოჯახია დაზარალებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ოჯახებში ბედნიერება და ღიმილიანი სახეები დაბრუნდეს"
loader

Breaking news

"დაახლოებით 6000-მდე ოჯახია დაზარალებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ოჯახებში ბედნიერება და ღიმილიანი სახეები დაბრუნდეს"

  • დაახლოებით 6000-მდე ოჯახია დაზარალებული ყველაფერს გავაკეთებთ რომ მათ ოჯახებში ბედნიერება და ღიმილიანი სახეები დაბრუნდეს

თბილისი: "ჩვენ ვმუშაობთ "ცენტრ პონტის" მიერ დაზარალებულ ხალხზე, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებსაც დავეხმარებით”, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

კალაძე დარწმუნებულია, რომ მერიის ზრუნვა შედეგს გამოიღებს და კომპანიის მიერ დაზარალებული 6000-მდე ადამიანის ოჯახში ბედნიერება დაბრუნდება.

"ძალიან მნიშვნელოვანი თემაა სამშენებლო კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული ადამიანები, 2500 ადამიანის პრობლემა ჩვენ მოვაგვარეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა ვმუშაობთ კიდევ "ცენტრ პონტის" მიერ დაზარალებულ ხალხზე და აქაც ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებსაც დავეხმარებით. დაახლოებით 6000-მდე ოჯახია დაზარალებული, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ოჯახებში დაბრუნდეს ბედნიერება და ღიმილიანი სახეები", - განაცხადა კახა კალაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე