"ასეთ ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახებს ყველაზე კარგად ესმით, თუ როგორი უბედურებაა კონფლიქტი"
loader

Breaking news

"ასეთ ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახებს ყველაზე კარგად ესმით, თუ როგორი უბედურებაა კონფლიქტი"

  • ასეთ ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახებს ყველაზე კარგად ესმით თუ როგორი უბედურებაა კონფლიქტი

თბილისი: 12 ოქტომბერი საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას დაბადების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"12 ოქტომბერი გიგა ოთხოზორიას დაბადების დღეა. სამ წელზე მეტი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, ამ უმძიმესი ფაქტიდან.

გიგა ოთხოზორია შეუერთდა იმ გმირების რიგებს, რომელთაც თავის შესწირეს სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლას.

კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ გიგა ოთხოზორიას ოჯახს. ასეთ ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახებს ყველაზე კარგად ესმით, თუ როგორი უბედურებაა კონფლიქტი და როგორი დიდია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობა“, – წერს ქეთევან ციხელაშვილი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე