"როდესაც სამხედრო ბლოკის ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებს უახლოვდება, ეს ჩვენში არანაირ სიხარულს არ იწვევს"
loader

Breaking news

"როდესაც სამხედრო ბლოკის ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებს უახლოვდება, ეს ჩვენში არანაირ სიხარულს არ იწვევს"

  • როდესაც სამხედრო ბლოკის ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებს უახლოვდება ეს ჩვენში არანაირ სიხარულს არ იწვევს

თბილისი: რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვში არანაირ სიხარულს არ იწვევს ნატო-ს ინფრასტრუქტურის მიახლოება რუსეთის საზღვრებთან. ამის შესახებ პუტინმა უცხოურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვი ნატო-ს რუსეთის საზღვრისკენ მიახლოებაში საფრთხეს გრძნობს.

"ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით ამას, ყოველთვის ვსაუბრობდით ამის შესახებ. გვპასუხობდნენ, რომ საგანგაშოა არაფერია, რადგან ნატო სამხედრო ორგანიზაცია არ არის და აგრესიულ ხასიათს არ ატარებს. თუმცა ნატო-ს წესდება არ შეცვლილა და ის კვლავინდებურად სამხედრო ბლოკია. როდესაც სამხედრო ბლოკის ინფრასტრუქტურა ჩვენ საზღვრებს უახლოვდება, ეს ჩვენში არანაირ სიხარულს არ იწვევს", - განაცხადა პუტინმა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე