"ორიოდე ბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს, რის შემდეგაც შეიძლება, ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა თვისობრივად შეიცვლება"
loader

Breaking news

"ორიოდე ბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს, რის შემდეგაც შეიძლება, ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა თვისობრივად შეიცვლება"

  • ორიოდე ბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს რის შემდეგაც შეიძლება ვთქვათ რომ საქართველოს ეკონომიკა თვისობრივად შეიცვლება

თბილისი: ორიოდე ბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს, რის შემდეგაც შეიძლება, ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა და მისი განვითარება თვისობრივად შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

"სარეიტინგო სააგენტომ „სტანდარტ ენდ ფუარს“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი ერთი ბიჯით  გააუმჯობესა – იყო BB მინუსი (BB-) და გახდა BB.  სულ ორიოდე ბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს, რის შემდეგაც შეიძლება, ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მისი განვითარება თვისობრივად შეიცვლება და თვისობრივად ახალ სიმაღლეზე ავა, თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რათა ეს ორი ბიჯი მოვიპოვოთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრმა მედიასთან განმარტა, რაზე დაყრდნობით გააუმჯობესა სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს სუვერენული რეიტინგი.

"პირველ რიგში სააგენტო მიესალმება რეფორმებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. აქ არის ნახსენები რამდენიმე რეფორმა – განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა, ასევე მიწის რეფორმა, საგადასახადო რეფორმა. მეორე მთავარი ფაქტორი, რატომაც გაუმჯობესდა რეიტინგი არის ის, რომ საქართველო განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ ამჟღავნებს ისეთ მდგრადობას, როგორი ხარისხიც მანამდე არ ყოფილა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ (Standart & Poor’s) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე (ბიბი) გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე