საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ირლანდიას დაუპირისპირდება
loader

Breaking news

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ირლანდიას დაუპირისპირდება

  • საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ირლანდიას დაუპირისპირდება

თბილისი: საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ირლანდიას დაუპირისპირდება. "დინამო არენაზე“ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. ​

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩამდე ზესტაფონის ბაზაზე ივარჯიშა. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირლანდია კარგი გუნდია, რომელსაც გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს და ხარისხი მან დღემდე გამართულ შეხვედრებში უკვე აჩვენა.

ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი მომავალი მეტოქე ჯგუფის ლიდერია. ირლანდია კარგი გუნდია, რომელსაც გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს და ხარისხი მან დღემდე გამართულ შეხვვედრებში უკვე აჩვენა. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ დარჩენილი მატჩები ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრისთვის მოსამზადებელი ეტაპიცაა. იქ წარმატება კი ყველას ოცნებაა.

ირლანდიას ძალიან დაბალანსებული ნაკრები ჰყავს და მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მეტოქეს ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს, რომლის წინააღმდეგ გოლის გატანა იოლი არაა. ირლანდიელი ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ. გუნდს ნამდვილად კარგი ბალანსი აქვს დაცვისა და შეტევის ხაზში.

ირლანდიას შეინ დაფი დაუბრუნდა, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელი და გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ის განსაკუთრებით სახიფათო სტანდარტული სიტუაციების დროს არის.

წარმატების მისაღწევად ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს დანიასთან იყო, მაგრამ შეტევაში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ. პირველი გოლის გატანას შევეცდებით და იმედი მაქვს, რომ ისტორიაში პირველად ირლანდიას დავამარცხებთ", - განაცხადა ვაისმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე