"ეს მიღწევა "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა"
loader

Breaking news

"ეს მიღწევა "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა"

  • ეს მიღწევა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა

თბილისი: დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი ილია წულაია სარეიტინგო კომპანიის გადაწყვეტილებას აფასებს.

მისი განცხადებით,  სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ბიჯით, ‘BB-‘-დან ‘BB’-მდე გააუმჯობესა სტაბილური პერსპექტივით ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რომელიც ერთი მხრივ არის სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა და მეორე მხრივ, აქამდე არსებული სწორი პოლიტიკის აღიარება. 

"უნდა გავიხსენოთ, რომ  სარეიტინგო სააგენტოებმა საქართველოს საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება 2017 წელს, ფისკალური რეფორმების დაწყებასთან ერთად დაიწყეს. პირველად Moody’s-მა, შემდეგ Fitch-მა და ახლა უკვე S&P-მაც ჩვენი რეიტინგი BB დონეზე გააუმჯობესეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რეიტინგების გაუმჯობესება ხდება მაშინ, როდესაც რეგიონი განიცდის კრიზის და დღეს არც ერთ ჩვენს მეზობელს არ აქვს კრიზისამდელ  პერიოდთან შედარებით უკეთესი რეიტინგი; ისიც საყურადღებოა, რომ  2011 წლის შემდეგ პირველად, სწორედ ახლა გაგვიუმჯობესა S&P-მ საკრედიტო რეიტინგი; ცხადია, რომ ეს მიღწევა  „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა“, - აცხადებს წულაია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე