პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
loader

Breaking news

პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

  • პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო დაკავებულია ერთი პირი

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული რ.ყ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა რ.ყ. წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, 65 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე