"ვინც რა უნდა თქვას, ჩვენ არ გავჩერდებით, თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს"
loader

Breaking news

"ვინც რა უნდა თქვას, ჩვენ არ გავჩერდებით, თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს"

  • ვინც რა უნდა თქვას ჩვენ არ გავჩერდებით თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს

კიევი: თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარა უკან არ დაიხევს და სირიაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს.

"ჩვენ გავასუფთავებთ ევფრატის დასავლეთს, ასევე აღმოსავლეთს ტერორისტული ორგანიზაციისგან, ვუზრუნვეყოფთ ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებას და სირიელების საკუთარ სახლებში დაბრუნებას", - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთის ბომბები სირიასა და ერაყში ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

"ვინც რა უნდა თქვას, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ვებრძვით ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს წამოიწყო. თურქეთს სირიის საზღვართან ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა სურს, სადაც თურქეთში მყოფი სირიელი ლტოლვილების განსახლებას აპირებს. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ევროკავშირი თურქეთს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს