კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
loader

Breaking news

კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

  • კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

კიევი: კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო სტიქია კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში მძვინვარებს, რის გამოც უკანასკნელ 24 საათში ლოს-ანჯელესის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონასთან ახლოს არსებულ დასახლებებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდა. ამის მიუხედავად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და შენობა მაინც დაიწვა.

ელექტროენერგიის მიწოდება საერთო ჯამში ლოს ანჯელესში, ვენტურაში, სან ბერნარდინოსა და კერნში 20 ათას აბონენტს შეუწყდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

რიო-დე-ჟანეიროში, საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა