იაპონიას უძლიერესი ტაიფუნი "ჰაგიბისი“ უახლოვდება
loader

Breaking news

იაპონიას უძლიერესი ტაიფუნი "ჰაგიბისი“ უახლოვდება

  • იაპონიას უძლიერესი ტაიფუნი ჰაგიბისი უახლოვდება

კიევი: იაპონიას უძლიერესი ტაიფუნი "ჰაგიბისი“ უახლოვდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, წამში 50-დან 70 მეტრამდე ქარის სიჩქარით მოძრავი "ჰაგიბისი“ თავისი მასშტაბით შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.

სტიქია ტოკიოსა და მისი შემოგარენისკენ მიიწევს. ვარაუდობენ, რომ ტაიფუნი იაპონიას მთელი ძალით 12 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დაატყდება თავს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ეს ქვეყანაში 60 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტაიფუნი იქნება, რომელიც ძლიერ წვიმასა და ქარს გამოიწვევს. არსებობს წყალდიდობისა და მეწყერის მაღალი რისკი.

სტიქიის ზონაში ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა. საერთო ჯამში ევაკუაციის განკარგულება ასობით ათას ადამიანს შეეხო. პარალელურად, 16 ათასამდე მოსახლეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონაში დროებით შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა, დაიხურა მაღაზიები და ქარხნები, გადაიდო 1600-მდე ავიარეისი.

ტაიფუნის იაპონიაში შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ტოკიოს აღმოსავლეთ ნაწილში 40 წლის მამაკაცი ავტომობილში იმყოფებოდა, როდესაც ძლიერი ქარის გამო ავტომობილი ამოტრიალდა. მიყენებული დაზიანებები კი, ფატალური აღმოჩნდა. გარდა ამისა, კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა ამავე, ტიბის პრეფექტურაში.  მიზეზი ძლიერი ქარის დროს სახლებისთვის სახურავების ახდა იყო, რომლებიც ადგილობრივებს დაეცათ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ტაიფუნ "ტაპას" შედეგად იაპონიაში ერთი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა