კუბის პრეზიდენტად მიგელ დიას კანელი აირჩიეს
loader

Breaking news

კუბის პრეზიდენტად მიგელ დიას კანელი აირჩიეს

  • კუბის პრეზიდენტად მიგელ დიას კანელი აირჩიეს

კიევი: კუბას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. მიგელ დიას კანელი ქვეყნის პარლამენტმა 17 პრეტენდენტს შორის აირჩია. ის მანამდე სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

პრეზიდენტის პოსტის შემოღებას თებერვალში საკონსტიტუციო რეფერენდუმზე კუბის ელექტორატის 73%-მა დაუჭირა მხარი. 

მიგელ დიას კანელი ქვეყანას სათავეში მომდევნო ხუთი წლის ვადით ჩაუდგება.

1976 წლის შემდეგ კუბაში პრეზიდენტის თანამდებობა არ არსებობდა - სახელმწიფოს მეთაურად სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნეოდა.  საპრეზიდენტო პოსტი 2019 წელს, ქვეყნის ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ აღადგინეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე