"ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში, ტელევიზია შეინარჩუნებს იმ სახეს, რაც აქვს დღეს"
loader

Breaking news

"ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში, ტელევიზია შეინარჩუნებს იმ სახეს, რაც აქვს დღეს"

  • ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში ტელევიზია შეინარჩუნებს იმ სახეს რაც აქვს დღეს

თბილისი: არ ვაპირებთ ჩვენ თავისუფლებაზე ვაჭრობას, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ მფლობელმა ვატო წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ვატო წერეთელის თქმით, მისი ტელევიზია შეინარჩუნებს იმ სახეს, რაც აქვს დღეს.

"ყველა კრიტიკულ მედიაზე, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, აღძრეს საქმეები. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს ევაჭრონ თავისუფლებაზე. არ ვაპირებთ ჩვენ თავისუფლებაზე ვაჭრობას. ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში. ის ტელევიზია შეინარჩუნებს იმ სახეს, რაც აქვს დღეს. ეს ყველაფერი ხდება მართლა 2020 წლის არჩევნებისთვის. მხოლოდ ხელისუფლებას არ აწყობს კრიტიკული მედია“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

​თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო მიმდინარეობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე