"ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ტყუილი დავამარცხოთ ამ ქვეყანაში"
loader

Breaking news

"ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ტყუილი დავამარცხოთ ამ ქვეყანაში"

  • ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად რომ ტყუილი დავამარცხოთ ამ ქვეყანაში

თბილისი: ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ტყუილი სასამართლო, პროკურატურა, დიპლომი, ურთიერთობები, დაპირებები, - ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

"ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ჩვენ ვცხოვრობთ უკვე პრაქტიკულად ტყუილების ქვეყანაში და ეს არ ეხება მარტო ჩვენს საქმეს. ეს ტყუილები შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობები, ტყუილი დაპირებები და მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს ტყუილი დავამარცხოთ ამ ქვეყანაში, ეს ტყუილი განვდევნოთ, გავწმინდოთ და გამჭვირვალე გავხადოთ ყველა ის ურთიერთობა, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენი შვილებისა და ჩვენს მომავალს სჭირდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო მიმდინარეობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე