გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
loader

Breaking news

გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

  • გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისი: თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, თბილისში გედევანიშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით 250-300 კვ/მ ფართობზე.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება დროულად აღკვეთეს.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე