"ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!"
loader

Breaking news

"ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!"

  • ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი

თბილისი: დღეს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება. "ლელოს" დამფუძნებელი პროცესზე საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და მოქალაქეებს ეპატიჟება.

"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11:00 საათზე ჩემი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება. საქმე, რომელსაც საფუძვლად ყოვლად აბსურდული ბრალდება, ე.წ. „ფულის გათეთრება“ დაედო.

დღეიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის - შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან!

იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!

გეპატიჟებით ყველას - საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, მოქალაქეებს, რათა იხილოთ როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს, დალპობით რომ ემუქრება სახელმწიფოსაც და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების მომავალსაც.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - #ესდასრულდება!", - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე