ვლადიმირ ზელენსკის პრესმარათონისთვის აკრედიტაცია სამასზე მეტმა ჟურნალისტმა გაიარა
loader

Breaking news

ვლადიმირ ზელენსკის პრესმარათონისთვის აკრედიტაცია სამასზე მეტმა ჟურნალისტმა გაიარა

  • ვლადიმირ ზელენსკის პრესმარათონისთვის აკრედიტაცია სამასზე მეტმა ჟურნალისტმა გაიარა

კიევი: უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დღეს პრესმარათონს გამართავს, რა დროსაც ჟურნალისტების შეკითხვებს მთელი დღის განმავლობაში უპასუხებს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

პრესმარათონისთვის აკრედიტაცია სამასზე მეტმა ჟურნალისტმა გაიარა.

პრესმარათონი კიევის ცენტრში ახალგახსნილი "ფუდმარკეტის“ ტერიტორიაზე გაიმართება.

ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტს შეკითხვებს ჟურნალისტების 7-10-კაციანი ჯგუფებით დაუსვამენ, ჯგუფები ყოველ ნახევარ საათში შეიცვლებიან.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე