"რამე ფუნდამენტური გარღვევა საკითხებზე არ მომხდარა"
loader

Breaking news

"რამე ფუნდამენტური გარღვევა საკითხებზე არ მომხდარა"

  • რამე ფუნდამენტური გარღვევა საკითხებზე არ მომხდარა

თბილისი: ყველას ინტერესშია არსებული ვითარების დეესკალაცია, თანდათან განმუხტვა, შესაბამისად, ამ მხრივ მუშაობა უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა.

როგორც დარსალიამ აღნიშნა, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ საკმაოდ მძიმე ფონი იყო, არ ყოფილა გარღვევის მოლოდინი და ასეც მოხდა.

"მორიგი რაუნდის წინ არ იყო მოლოდინები, რომ რამე გარღვევა მოხდებოდა, სამწუხაროდ, ასეც მოხდა, რამე ფუნდამენტური გარღვევა საკითხებზე არ მომხდარა, საკითხები თავად არის საკმაოდ რთული. ერთი, რაც შეიძლება ითქვას, ის არის, რომ ყველას ინტერესშია არსებული ვითარების დეესკალაცია, ყველას ინტერესშია, მოხდეს ვითარების თანდათან განმუხტვა და შესაბამისად, ამ მხრივ უნდა გაგრძელდეს მუშაობა. იყო რამდენიმე იდეა თანათავმჯდომარეების მხრიდან, რომლებსაც ჩვენ დავამუშავებთ“, – განაცხადა დარსალიამ.

მისივე თქმით, ამ საკითხებზე მუშაობა დეტალურად უნდა შედგეს და დისკუსიის შემდეგი რაუნდისთვის საქართველო საკუთარ პოზიციას წარადგენს.

"ეს ეხებოდა ძირითადად არსებული ვითარების დეესკალაციას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ადრე თუ გვიან გადასასვლელები გაიხსენა, როდის მოხდება ეს, კონკრეტული თარიღის თქმა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ძალის გამოუყენებლობაზე, დევნილთა დაბურნებაზე ჩვენ უცვლელი რეაქცია გვაქვს. სამწუხაროდ, მოპირისპირე მხრიდან ძალის გამოუყენებლობის საკითხი დიდი ხანია, გაჭედილია და რუსეთის დელეგაცია არ იღებს ამ ვალდებულებას, ცდილობს, თავი აარიდოს მას. რაც შეეხება დევნილთა დაბრუნებას, უკვე შეიძლება ითქვას, ტრადიციულად, როდესაც ეს საკითხი დგება, ისინი ტოვებენ მოლაპარაკებათა მაგიდას“, – განაცხადა დარსალიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე