საქართველოს პრეზიდენტმა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან ცრუ ინფორმაციის გავლენების საკითხი განიხილა
loader

Breaking news

საქართველოს პრეზიდენტმა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან ცრუ ინფორმაციის გავლენების საკითხი განიხილა

  • საქართველოს პრეზიდენტმა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან ცრუ ინფორმაციის გავლენების საკითხი განიხილა

თბილისი: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს შეხვდა, რომელიც თბილისს ეუთოს მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.

პრეზიდენტის პრესსამსხურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას, დეზინფორმაციის გავლენებსა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრევენციას, მედიის პლურალიზმის მხარდაჭერის, საზოგადოების პოლარიზაციის საკითხებსა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობის თემებს.

როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე