საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
loader

Breaking news

საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

  • საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

კიევი: უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვასილ ბოდნარს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის საკითხებს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

საუბრისას აღინიშნა, რომ მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას. ასევე ქვეყნებს შორის შეუცვლელ პრიორიტეტებად რჩება უსაფრთხოების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე