შალვა თადუმაძე ოთარ კახიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს
loader

Breaking news

შალვა თადუმაძე ოთარ კახიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს

  • შალვა თადუმაძე ოთარ კახიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს

თბილისი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს პასუხობს და მას თაღლითობაში ადანაშაულებს.

იურიდიული კომიტიტეტის სხდომაზე საკუთარი დიპლომის თემას თადუმაძე საკუთარი ინიციატივით კიდევ ერთხელ დაუბრუნდა და აღნიშნა, რომ აპელირება, თითქოს მას საერთაშორისო სამართალი არ უსწავლია, რადგან ეს კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ დოკუმენტში არ მოიძებნა, არის თაღლითობა.

"ის, რომ შეურაცხყოფები მივიღე გასაგებია, თქვენ ნახეთ, რომ ერთ-ერთმა დეპუტატმა გადმომცა ნიშნის ფურცელი და მითხრა მეთქვა, რა ნიშანი მყავს საერთაშორისო სამართალში, შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ნიშანი ამ დოკუმენტში არ არსებობს, რადგან მე საერთაშორისო სამართალს არ ვსწავლობდი. მე ოჯახიდან გადმოვაგზავნინე დედანის ასლი და შესაბამისად, ამ დოკუმენტებში არის. დეპუტატმა ისე გადააქსეროქსა ნიშნის ფურცელი, რომ მას აკლია ბოლო ორი რიგი საგნების. როცა ვსაუბრობთ თაღლითობაზე, აღნიშნული დეპუტატის ქმედება არის აი ეს, რომ ამომრჩევლები, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. შეგნებულად დააქსეროქსა დოკუმენტი ისე, რომ საგნები არ ჩანდეს და შემდეგ კითხვა და ნარატივი შექმნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ თურმე შალვა თადუმაძე ერთი რომ სარდაფის ინსტიტუტში სწავლობდა და მერე ისეთ საგანს, როგორიც საერთაშორისო სამართალი იყო არ გადიოდა. ეს იმისთვის, თუ ვინ ითაღლითა ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ პროცესში“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე