"ჩემი მთავარი მოთხოვნაა პატიმრობა, ასევე შეუწყდეს დეპუტატის მანდატი"
loader

Breaking news

"ჩემი მთავარი მოთხოვნაა პატიმრობა, ასევე შეუწყდეს დეპუტატის მანდატი"

  • ჩემი მთავარი მოთხოვნაა პატიმრობა ასევე შეუწყდეს დეპუტატის მანდატი

თბილისი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება არ გამიჭირდება, – ამის შესახებ თამთა თოდაძემ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც იმ დადგენილების გასაცნობად იმყოფებოდა, რომლის მიხედვით, დაზარალებულად სცნეს.

"გავეცანი საქმის მასალებს, ნამდვილად ვიტყვი, რომ პროკურატურის მხრიდან ჩატარებულია დიდი მოცულობის საგამოძიებო მოქმედებები. იმასაც ვიტყვი, რომ ძირითადი ნაწილი საგამოძიებო მოქმედებებისა მას შემდეგ არის ჩატარებული, რაც ეს ამბავი გაშუქდა. სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მოვაწერე გაუთქმელობის აქტს, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება არ გამიჭირდება“, – განაცხადა თამთა თოდაძემ.

როგორც თამთა თოდაძემ აღნიშნა, ის ილია ჯიშკარიანისთვის ​დეპუტატის მანდატის შეჩერებას და პატიმრობას მოითხოვს.

"ჩემი მთავარი მოთხოვნაა პატიმრობა, ასევე შეუწყდეს დეპუტატის მანდატი, იმიტომ, რომ როდესაც დიდი ძალაუფლებაა, დიდია მოწმეებზე გავლენის მოხდენის შანსიც. კონკრეტულ ფაქტს ვერ ვიტყვი, მაგრამ როცა ხარ თანამდებობის პირი და გაქვს დიდი ძალაუფლება, შესაბამისად ძალიან დიდი რესურსიც გაქვს იმისთვის, რომ მოწმეებზე მოახდინო ზეგავლენა“, – განაცხადა თამთა თოდაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე