მოძრაობა "შეცვალე“ პარლამენტთან აქციას მართავს
loader

Breaking news

მოძრაობა "შეცვალე“ პარლამენტთან აქციას მართავს

  • მოძრაობა შეცვალე პარლამენტთან აქციას მართავს

თბილისი: მოძრაობა "შეცვალე“ საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს.

ისინი ითხოვენ მიეცეთ შესაძლებლობა, საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს კითხვები დაუსვან.

ამასთან, მოძრაობის წევრები პარლამენტს მოუწოდებენ, მოქმედი მთავრი პროკურორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩიოს.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე