35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა
loader

Breaking news

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისი: რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს -  გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

დაცვის მხარე დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 დეკემბერს გაიმართება.

35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე 5 პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი, 6 ოქტომბერს დააკავეს.

დავით მუმლაძის ცხედარი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მტკვარმა გამორიყა, მას 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე