"პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ"
loader

Breaking news

"პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ"

  • პარლამენტმა გადაწყვიტოს სად უფრო საჭირო ვარ

თბილისი: "პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

"ყველა იურისტისთვის მოსამართლის სტატუსი ყველაზე აღმატებულია, რაც შეიძლება იურისტს ჰქონდეს. როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი, ბუნებრივია, მქონდა ფიქრი, რომ პარლამენტმა მომცა შესაძლებლობა ვიყო საქართველოს გენერალური პროკურორი განსაზღვრული ვადით. ჩემი საქმიანობა ყოველთვის  მართლმსაჯულების სფეროსთან იყო დაკავშირებული და შესაძლოა, მსგავსი შესაძლებლობა აღარასდროს მომცემოდა. შემეძლო, პირადი განცხადებით დამეტოვებინა თანამდებობა და შემდეგ მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს  დიდ უპატივცემლობად ჩავთვალე პარლამენტის წინაშე  - პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო მენდობა, აბსოლუტურად ღიად ვარ წარმოდგენილი პარლამენტში და პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე